პროექტი: „ქალები მშვიდობის ჟურნალისტიკაში“

Image

‘’სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელმა’’ (INCD) 2018 წლის 1 აგვისტოს კანადის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ‘’კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის’’ ფარგლებში, დაიწყო პროექტი: „ქალები მშვიდობის ჟურნალისტიკაში“.

 

მშვიდობის ჟურნალისტიკა ნიშნავს, როდესაც რედაქტორები და ჟურნალისტები აკეთებენ არჩევანს, როგორი რეპორტაჟები აკეთონ, რა და როგორ უნდა შეატყობინოთ ესა თუ ის ნიუზი საზოგადოებას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მას განიხილოს და შეაფასოს არაძალადობრივი პასუხი თუ რეაგირება კონფლიქტზე.

 

"ქალები მშვიდობის ჟურნალისტიკაში" მიზნად ისახავს სამშვიდობო ჟურნალისტიკის მექანიზმების გამოყენებით ხელი შეუწყოს ქვეყანაში კონფლიქტის მოგვარების და მშვიდობის მშენებლობის პროცესს ქართველებს, აფხაზებსა და სამხრეთ ოსეთში მხოვრებ ადამიანებს შორის.

 

პროექტის ამოცანაა ქალი ჟურნალისტებისა და ახალგაზრდა ქალებისა და მამაკაცების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ საშუალება მიეცეთ მშვიდობის ჟურნალისტიკის მეშვეობით და სამშვიდობო კამპანიებით, სოციალური მედია საშუალებებით და სხვა შესაბამისი გზებით ხელი შეუწყონ ნდობის აღდგენას კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შორის და ამით ხელი შეუწყონ მშვიდობის მშენებლობას ქვეიანაში.

 

ამ მიზნით დაგეგმილია მშვიდობის ჟურნალისტიკაში სამდღიანი ტრენინგების ჩატარება ქალაქებში: ზუგდიდი, გორი და თბილისი, სადაც 60-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ასევე, დაგეგმილია სპეციალური სატელევიზიო გადაცემების ციკლის მომზადება (თორმეტი ეპიზოდი), რომელიც მშვიდობის ჟურნალისტიკის მეთოდოლოგიის გამოყენებით შემოგვთაბაზებს გადაცემებს ომზე, კონფლიქტსა და მშვიდობაზე, მასში მონაწილე ადამიანებზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, რომელიც არსებობდა და თუ ძალისხმევა იქნება, იარსებებს მომავალშიც. გადაცემათა ციკლს უმასპინძლებს ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმა".

 

პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

 

- მეტი ქალის გაძლიერება მშვიდობის ჟურნალისტიკაში და მათი ჩართულობა მშვიდობის მშენებლობაში, კონფლიქტის მოგვარებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში;

 

- სამმშვიდობო გზავნილების გავრცელება მთელს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, მათ შორის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა მცხოვრები ადამიანებისთვისაც.

 

პროექტის ხანგრძლივობა შვიდი თვეა და ის განხორციელდება 2018 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 28 თებერვლამდე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !