ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, მათ შორის, ფინანსური რესურსი მოძიებული, რათა მასობრივად მოხდეს ხალხის ჩამოყვანა ქვეყანაში, არა სახლებში, არამედ სავალდებულო კარანტინში, - „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადა.
ჩვენ კიდევ და კიდევ ვრჩებით ერთ პოზიციაზე, რაც უფრო ნაკლებ ადამიანთან გვექნება კონტაქტი, ძალიან მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველას, მათ შორის ეკლესიასაც, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საფრანგეთში კორონავირუსით 16 წლის გოგონა დაიღუპა.
ახლა პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო არ არის, ყველა ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ.ასე გამოეხმაურა ზუგდიდში გუშინ განვითარებულ მოვლენებს საპარლამენტო უმრავლესობის ეთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.
მარტო კონტაქტებს არ ვიკვლევთ, ჩვენ ვიკვლევთ ყველას, ვინც საჭიროა ამ ეტაპზე არსებული პროტოკოლებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თვითიზოლაციაში მყოფი როუზი ჰანტინგტონი უმაკიაჟო ფოტოს აქვეყნებს.
ორსული ჩვეულებრივი ადამიანია, ჩვეულებრივ კონტაქტშია საზოგადოებასთან, მათ შორის, სავარაუდოდ ინფიცირებულებთან და ეს მთელ მსოფლიოში ასე ხდება, , - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ევროპაში უსახლკაროდ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარების ფონდი შეიქმნა. ინფორმაციას ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ავრცელებს.
ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ რვა წლის წინანდელი საარჩევნო დაპირება უნდა გაიხსენოს.
ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, COVID 19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.