კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა კასპში

შიდა ქართლში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

>>>

შესაძლოა, საბჭომ ზომების დამატებით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღოს

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭო მორიგ შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და რომელიც დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, დღეს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ იმსჯელებენ.

>>>

რატომ უვითარდებათ ბავშვებს ვირუსი უფრო მსუბუქ ფორმებში?

კანადის ლავალის უნივერსიტეტის მეცნიერი, გიორგი ბაბუაძე, რომელიც კანადაში კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობს, სოციალურ ქსელში განმარტავს, თუ რატომ უვითარდებათ ბავშვებს ვირუსი უფრო მსუბუქ ფორმებში.

>>>

მოსკოვში კორონავირუსი 18 სასულიერო პირს დაუდასტურდა

მოსკოვში კორონავირუსი 18 სასულიერო პირს დაუდასტურდა. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

>>>

თურქეთის პარლამენტმა 90 000-მდე პატიმრის გათავისუფლებას დაუჭირა მხარი

თურქეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო ციხეებიდან დაახლოებით 45 000 პატიმრის დროებით გათავისუფლებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

>>>

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 6 ახალი პაციენტიდან 5 ე.წ. ქობულეთის კლასტერიდანაა, ერთის წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოს დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტი დაემატა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან 5 ე.წ.ქობულეთის კლასტერიდანაა, ხოლო ერთის წყარო უცნობია.

>>>

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - გვყავს 5 ახალი პაციენტი - 13 წლის მოზარდი გამოჯანმრთელდა და გაეწერება

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში დღეს კორონავირუსის ინფექციის მქონე 5 ახალი პაციენტი დაემატა. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი მკურნალობს, რომელთა შორის 8 არასრულწლოვანია. გარდა ამისა, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში მყოფ 13 წლამდე მოზარდს გამოჯანმრთელება დაუდასტურდა და დღეს გაეწერება.

>>>

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 23 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 23 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

>>>

ინფიცირებული სასულიერო პირის დას და დისშვილსაც კორონავირუსი დაუდგინდა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის დას და დისშვილსაც დაუდასტურდა კოვიდ-19.

>>>

კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული

კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ის კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?