ქობულეთის სოფელ გვარასთან მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ვითარებას სამხედროები და საპატრულო ეკიპაჟები 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ.
საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეუფერხებლად გადაადგილდება სადისტრიბუციო და სამედიცინო ავტომანქანები.
საკარანტინო ზონის ოთხ სოფელში ჯამში 11 ათასზე მეტი მოსახლეა. მათგან 5 600-ზე მეტ ადამიანს თერმოსკრინინგი უკვე ჩაუტარდა.