თბილისში მოქმედ 181 ბაგა-ბაღში რეგისტრირებული აღსაზღდელების 89%-ზე საკვები პროდუქტების 53 678 პაკეტი გაიცა

Image

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დედაქალაქის მერის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა. როგორც „აფხაზეთის ხმას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ქალაქში მოქმედი 181 ბაგა-ბაღიდან საკვები პროდუქტების პაკეტი რეგისტრირებული აღსაზრდელების 89%-ზე გაიცა.

 

მათი ინფორმაციით, მსოფლიო პანდემიის გამო შეწყვეტილი სააღმზრდელო პროცესის პირობებში, ბაღების აღსაზრდელების ოჯახებს ორ კვირაში ერთხელ 10-12 სახეობის პროდუქტისგან დაფასოებული ნობათი ურიგდებათ. პირველ ეტაპზე, პროდუქტების გატანის სურვილი 85%-მა, ხოლო მეორე ეტაპზე 89%-მა გამოთქვა.

„დავასრულეთ პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი. გაიცა 53 678 პაკეტი. აღსანიშნავია, რომ მეორე ეტაპზე პროდუქტის მიღების მსურველ მშობელთა რაოდენობა 4%-ით გაიზარდა. პროცესი საკმაოდ შრომატევადია ბაღების პერსონალისთვის, რადგან პროდუქტების გაცემის ყოველი დღე დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გათვალისწინებულ მთელ რიგ ღონისძიებებთან. მათ შორისაა, შენობისა და გასაცემი სივრცის სრული დეზინფექცია, პროცესის დოკუმენტური აღრიცხვა, პროდუქტის ხარისხის კონტროლი, პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და ა.შ.“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

მან ბაღების თანამშრომლებს, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში უწევთ მუშაობა, მადლობა გადაუხადა.

თბილისის მერიის ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა, საკვები პროდუქტების გაცემის პროექტი კი 19 მარტს დაიწყო. სოციალური პროექტის ფარგლებში, კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების გარკვეული ნაწილი აღსაზრდელების ოჯახებს გადაეცემა. პროექტის თითოეული ეტაპის ღირებულება 1 800 000 ლარია.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !