იტალიაში კორონავირუსს 120 ექიმი ემსხვერპლა.
გარდაცვლილთა სიას იტალიის მედიკოსთა ეროვნული ფედერაცია აქვეყნებს.
„ჩვენ ვეღარ დავუშვებთ, რომ ჩვენი ექიმები, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში შიშველი ხელებით ერთვებოდნენ. ეს უთანასწორო ბრძოლაა, რომელიც ზიანს გვაყენებს ჩვენ, მოქალაქეებს მთელ ქვეყანაში“, – აღნიშნა ფილიპო ანელმა.
იტალიაში კორონავირუსის პანდემიას ბოლო მონაცემებით, 21 067 ადამიანი ემსხვერპლა, 162 500 კი ინფიცირებულია.
ინფიცირებულთა 10 პროცენტს მედიკოსები შეადგენენ.