თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა

კორონავირუსთან ბრძოლაში თურქეთის რესპუბლიკის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

>>>

„აშშ დიდი ხნის განმავლობაში იყო WHO-ს გულუხვი მეგობარი და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება" - ჯანმო-ს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი წუხილს გამოთქვამს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყდა.

>>>

COVID-19-ით უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან – მეუფე იობი

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის თქმით, კორონავირუსით ის მოხუცები იღუპებიან, რომლებიც ,,უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდან”.

>>>

ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი ამუშავებს პროგრამას, რომლის დაფარვის სფერო ძალიან დიდია

ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი ამუშავებს პროგრამას, რომლის დაფარვის სფერო ძალიან დიდია , - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში შექმნილ ანტიკრიზისულ ეკონომიკური ჯგუფის საქმიანობის შესახებ განაცხადა.

>>>

თუ მოსახლეობამ არ გაითავისა რეკომენდაციები, მდგომარეობა შეიძლება, დრამატულად განვითარდეს, თანაც ისე რომ ჯანდაცვის სისტემამ ამ პაციენტების მოვლა ვეღარ მოახერხოს

თუ მოსახლეობამ ვერ გაითავისა ის რეკომენდაციები, რაც ახლა არის მოწოდებული ნამდვილად შეიძლება, მდგომარეობა დრამატულად განვითარდეს თანაც ისე, რომ ჯანდაცვის სისტემამ ვეღარ მოახერხოს ამ პაციენტების მოვლა , - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

>>>

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 71-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან 71 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5034 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 463 პირი.

>>>

კომპანია „სფერო ჰოლდინგი“ სოციალური აქციის ფარგლებში ავტომობილის გაყიდვის უნიკალურ გზას გთავაზობთ

კომპანია „სფერო ჰოლდინგი“ covid 19-ის გამო შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, ავტომობილის გაყიდვის მსურველებს უნიკალურ სოციალურ აქციას სთავაზობს.

>>>

16 აპრილს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება

ხვალ დიდი ხუთშაბათია, რასთან დაკავშირებითაც ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება. როგორც "აფხაზეთის ხმას" საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება, თუმცა მიბრძანდება თუ არა კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ტაძარში, ჯერჯერობით უცნობია.

>>>

StopCoV ფონდში 128 მლნ 500 ათასი ლარია მობილიზებული

15 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონ 500 ათასი ლარია მობილიზებული. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

>>>

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. 60 წლამდე ასაკის მამაკაცი კლინიკაში, ცოტახნის წინ, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სოფელ ფარცხანაყანებიდან შეიყვანა. მის კონტაქტებს ამ დროისთვის სწავლობენ.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?