საქართველოში კორონავირუსისგან 76 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 340 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ყაზახეთისა და კვიპროსის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოებმა საქართველოს მოქალაქეები საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროებების ნივთებით უზრუნველყვეს, ხოლო უნგრეთსა და ბელარუსში საქართველოს საელჩოების ხელშეწყობით, სამშობლოში სამი მოქალაქე დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების ე.წ. ნახტომი ბოლო სამ დღეში ორჯერ დაფიქსირდა.
ბარსელონას მერი, ადა კოლაუ აცხადებს, რომ ესპანეთში აუცილებელია მკაცრი შეზღუდვები მოიხსნას, რათა ბავშვები გარეთ გავიდნენ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტიდან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
ესპანეთში ბოლო 24 საათში კოვიდინფექციას 551 ადამიანი ემსხვერპლა.
საბერძნეთში აღდგომას მოსახლეობის სახლში დარჩენას 52 000 პოლიციელი, ვერტმფრენები და დრონები გააკონტროლებენ. „ასოიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, 2004 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ეს ქვეყანაში მიღებული უპრეცენდენტო ზომაა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საწარმოთა მონიტორინგი ძალიან შრომატევადი პროცედურაა. ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციასთან ერთად, დღეისთვის უკვე შემოწმებული გვაქვს 300-ზე მეტი საწარმო. ეს პროცესი დროის დიდ რესურსს მოითხოვს, ამასთან ჩვენი ინსპექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებენ ინსპექტირებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საწარმოთა ინსპექტირების პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად და შემოწმების პროცედურის დასაჩქარებლად, ეკონომიკის სამინისტროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს კონკურსის გამოცხადების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.