ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 321 ახალი ფაქტი გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 321 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცობეს.

>>>

ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ და ყოფილმა ვიცე-მერმა გია გულორდავამ საპატიმრო დატოვეს

ზუგდიდის ყოფილმა მერმა, ლაშა გოგიამ და ვიცე-მერმა, გია გულორდავამ საპატიმრო დატოვეს. როგორც გია გულორდავამ განაცხადა, ისინი შინაპატიმრობაში იმყოფებიან.

>>>

მამა თეოდორე გიგნაძის გადაწყვეტილებით, ჯვართამაღლების ტაძარში პანდემიის დასრულებამდე მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება

ჯვართამაღლების ტაძარში პანდემიის დასრულებამდე მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მიმართვას ტაძრის წინამძღვარი მამა თეოდორე გიგნაძე ავრცელებს.

>>>

საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 84-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 84-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტება განუცხადა.

>>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 385-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 15-ით გაიზარდა და 385 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5053 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 527 პირი.

>>>

ჯანდაცვის სამინისტრომ კორეისგან 20 ათასი უმაღლესი ხარისხის PCR ტესტი მიიღო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული PCR ტესტი მიიღო.

>>>

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს კიდევ ერთი სპეციალური რეისი შესრულდება

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი გრძელდება. დღეს გეგმური რეისის ფარგლებში თელ-ავივი-თბილისის რეისი შესრულდება.

>>>

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი - ვაი, ამ ჩვენი მიწითა და სისხლით გაუმაძღარ ერთმორწმუნე რუსეთს, რომელიც საყოველთაო პანდემიის დროს ვერ ცხრება ჩვენი მიწების მიტაცებით

ვაი, ამ ჩვენი მიწითა და სისხლით გაუმაძღარ ერთმორწმუნე რუსეთს, რომელიც საყოველთაო პანდემიის დროს ვერ ცხრება ჩვენი მიწების მიტაცებით, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რითაც სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესს ეხმაურება.

>>>

ნიგერიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კორონავირუსით დაიღუპა

ნიგერიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აბა კიარი კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

>>>

უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურს კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურს გენერალ-ლეიტენანტ მიკოლა ბალანს კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?