საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. მთავრობის მეთაური მილოცვას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
უნდა გვახსოვდეს, რომ უფლის ნების გარეშე ჩვენი თმის ერთი ღერიც არ დავარდება, მითუმეტეს, ჩვენი სიცოცხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. ეპისტოლეში ნათქვამია, რომ “მთავარია, შევინარჩუნოთ ზომიერება, სულის სიმშვიდე და ღმერთთან სიახლოვის სიხარული”.
ახალი ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში დიდი შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. როგორც ეპისტოლეში აღნიშნული , არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, რადგან “ქრისტიანი პრობლემებს მადლიერებით იღებს და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს, მასზე სასოებს, მისით ხარობს და ამასთან, ცდილობს გამოძებნოს სწორი გამოსავალი არსებულ ვითარებაში”.
ქრისტიანის ცხოვრება არ არის სწორხაზოვანი. ამ გზაზე ბევრია განსაცდელი, შეცდომა, დაცემაც, მაგრამ თუ არის ჭეშმარიტი რწმენა და მონდომება, სურვილი წინსვლისა და განწმენდისა, გამარჯვება აუცილებლად მიიღწევა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II -ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.
წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი სპეციალური რეისით ჩამოიტანეს.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ცოტა წინ მივიდა. სააღდგომო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 23:15 საათზე დაიწყო.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა. როგორც კლინიკა "მედალფას" აჭარისა და გურიის რეგიონულმა დირექტორმა, ლევან ანთიძემ განაცხადა, პაციენტის გარდაცვალება 21:50 საათზე დაფიქსირდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე ფაქტი დაფიქსირდა.
იტალიაში ბოლო ერთი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 482 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ვირუსის ახალმა შემთხვევებმა ქვეყანაში 3491 შეადგინა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრმა 17 აპრილს მიიღო COVID-19-ით ინფიცირებული 101-ე ავადმყოფი. 26 თებერვალს ცენტრმა მიიღო ქვეყანაში პირველი COVID-19-ით ავადმყოფი. მას შემდეგ გატარებულია 101 ავადმყოფი, რომელთაგან 55 უკვე გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკიდან, ერთი ავადმყოფი - 86 წლის, მძიმე თანმხლები დაავადებებით გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენი 45 ავადმყოფი აგრძელებს მკურნალობას.