იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 534 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის საერთო მსხვერპლმა ქვეყანაში 24 648-ს მიაღწია. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 2 729 ადამიანი დაინფიცირდა და საერთო ჯამში მათი რიცხვი 183 957-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში კორონავირუსისგან 51 600 ადამიანი განიკურნა.
ზუგდიდელი მეწარმე გიორგი გერგედავა, რომელსაც ცაიშში კიტრის სათბურები აქვს, მოსავალს უფასოდ სოციალურად დაუცველებს გადასცემს.
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 97 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის 4816 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 პირი.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრძანებით, საქართველოს მთელი ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომლის მოქმედების ვადაც 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აპრილის ბოლოსა და მაისის პირველ კვირებში კორონავირუსით ინფიცირების ზრდაა მოსალოდნელი. მან დღევანდელ ბრიფინგზე მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის მადლობა გადაუხადა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
ფიქრობ იმაში, რომ ძალიან მძიმე და ხანდაზმული ავადმყოფები არ მიგვყავდა მართვითი სუნთქვის საჭიროებამდე და მანამდე ხდებოდა მათი გამოჯანმრთელება, აქაც ერთ-ერთი დამსახურება სწორედ პრეპარატ „პლაქვენილს“ ეკუთვნის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
2015 წლის შემდეგ, იტალიაში მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ვულკანმა ეტნამ ისევ გაიღვიძა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თუ რუსეთი შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას ავიამიმოსვლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ქართული მხარე მიესალმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1696 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1696 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1361 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0335 შეადგინა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, 24 აპრილს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტის წარდგენა მოხდება. როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა აღნიშნა, მოსახლეობა რაც უფრო ზუსტად და მკაცრად დაიცავს შეზღუდვებს, მთავრობას მით უფრო სწრაფად შეეძლება აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა.