გასული 24 საათის მანძილზე, სომხეთში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობამ 1523-ს მიაღწია.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის სამსახურის ინფორმაციით, ამჯერად მკურნალობას 840 პაციენტი გადის.
ვირუსს ქვეყანაში საერთო ჯამში 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.