-
2020-04-23 13:51
მარნეულში საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები სასოფლო - სამეურნეო პროდუქტის რეალიზაციას ითხოვენ. აქციაზე იმყოფება ქვემო ქართლში სახელმწიფო რმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რომელიც მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს მართავს.
მარნეულის რამდენიმე სოფელში საპროტესტო აქცია გუშინაც გაიმართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ.