რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

Image

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსიგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას.

„ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს ჩვენს კლინიკას. ასევე მეორე პაციენტზეც მოვიდა პირველი პასუხი უარყოფითი და დღეს განმეორებით ჩავუტარებთ. თუ აქაც უარყოფითი პასუხი იქნება, მაშინ მეორე პაციენტიც დატოვებს კლინიკას ალბათ ხვალ. ნელ-ნელა დავიწყეთ ხალხის გაჯანმრთელება, რაც ძალიან გვახარებს ყველას“, - განაცხადა გოფოძემ.

მისი თქმით, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 67 პაციენტი იმყოფება, საიდანაც, 40-ს აქვს კორონავირუსი.

„ერთი ახალი პაციენტი დაგვემატა გუშინ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ გვყავს კოვიდდადასტურებული, თუმცა ორ პაციენტს სერიოზული პნევმონია აქვს. მათ შორის ერთი ჟანგბადდამოკიდებულია თანმხლები დაავადებებით. ვნახოთ, როგორ წარიმართება მისი მკურნალობა. ამ წუთისათვის შეიძელბა შეფასდეს მძიმედ, მაგრამ კრიტიკულად არა“, - აღნიშნა გოფოძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !