დიახ, დღეს ბიძინა ივანიშვილიც და ქართველი ხალხიც ოპტიმისტურ განწყობაზეა ქვეყნის წარმატების გამო ამ მძიმე კრიზისში, რაც ყველა ნორმალურ ადამიანს, ბუნებრივია, უნდა უხაროდეს, თუმცა სწორედ ამას ვერ ეგუება და სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” უკმაყოფილების და ღვარძლის ერთადერთი მიზეზი , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის საზღვაო ძალებს ბრძანება მისცა გაანადგურონ ირანის სამხედრო გემები. ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
"თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, გლდანში, 62 წლის მამაკაცი სავარაუდოდ, CO-ით დაიღუპა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს სოფლის რწმუნებულები და მაჟორიტარები მოემსახურებიან.
ესპანეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსს 435 ადამიანი ემსხვერპლა და ამ მონაცემებით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 21 717-ს მიაღწია.
CNN-ი ამჯერად ავრცელებს კადრებს ბრაზილიაში, ჩრდილოდასავლეთის შტატის, ამაზონის დედაქალაქ მანაუსში, როგორ მუშაობენ მიწის მთხრელი სპეცტექნიკა-ბულდოზერები და ექსკავატორები სასაფლაოს მოსაწყობად, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილებს კრძალავენ.
რუსეთში გასული 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 5236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 57999-ს მიაღწია. როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, გამოვლენილი შემთხვევებიდან 2275 უსიმპტომო პაციენტი იყო.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1749 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1749 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1696 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0053 შეადგინა.
კორონავირუსის მეორე ტალღა, შესაძლოა, კიდევ უფრო გამანადგურებელი იყოს, - ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების დირექტორმა, რობერტ რედფილდმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესებთან და დროებით ნებართვებთან დაკავშირებით „112“-ზე არ დარეკონ.