მარინა ეზუგბაია - ერთ-ერთი პაციენტის წყარო არ არის დადგენილი, მიმდინარეობს კვლევა

Image

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დღის მეორე ნახევარში ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მოათავსეს, რომლის წყაროც არ არის დადგენილი და ამ დრომდე მიმდინარეობს კვლევა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ინფექციურში 42 პაციენტი მკურნალობს.

„ჩვენ დაახლოებით პირველი თებერვლიდან ვემსახურებით კოვიდინფიცირებულებსა და საეჭვო შემთხვევებს, პირველი თებერვლიდან დღემდე თითქმის 800-მდე პაციენტმა გაიარა ჩვენს ცენტრში როგორც შესაძლო შემთხვევამ და მათ შორის დადასტურდა 101 შემთხვევა და გამოჯანმრთელებული გვყავს 56. ამ ეტაპზე ჩვენთან 42 პაციენტი მკურნალობს და მათი მდგომარეობა უცვლელია, როგორც მოგახსენეთ გუშინ. ქვეყნის მასშტაბით გუშინ იყო 420 შემთხვევა, დღეს დილას არის 431 დადასტურებული, ანუ ახალი 11 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვმაც მოიმატა და გახდა 114, მათგან 3 ჩვენს ცენტრში გამოჯანმრთელდა”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება მძიმე პაციენტებს, ეზუგბაიას განცხადებით, ყველას მდგომაროება სტაბილურია და მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.

„მათი მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირება არც ერთ მათგანთან არ შეინიშნება. კრიტიკული პაციენტები, რომლებიც გამოვიყვანეთ კრიტიკული მდგომარეობიდან, მათთანაც მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირება კი არა, გაუმჯობესება აღინიშნება დინამიკაში. გუშინ ჩვენთან დღის მეორე ნახევარში ერთი ახალი პაციენტი მოთავსდა, ამ პაციენტის წყარო არ არის დადგენილი, ხდება მისი კვლვევა, დანარჩენი პაციენტები არსებული წყაროების კონტაქტებია”, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !