ნინო ნიჟარაძე - აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იგი ე.წ.ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

Image

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იგი ე.წ.ქობულეთის კლასტერს უკავშირდება,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ინფიცირებული ქობულეთში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ნინო ნიჟარაძის თქმით, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პირია და ისინი კლინიკა "მედალფაში" მკურნალობენ.

"გუშინ დღის განმავლობაში ორივე ლაბორატორიაში 180 ნიმუში შევიდა, საიდანაც ერთი ახალი დადასტირებული შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული. ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. კორონავირუსით ინფიცირებულს ოჯახის გარდა, სხვა პირებთან კომუნიკაცია არ უფიქსირდება და შემხებლობაში მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან არ იყო. ამ წუთებში ინფიცირებული პირი კლინიკა "მედალფაში" გადაჰყავათ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 35 ინფიცირებული გვყავს, აქედან 15 შემთხვევის ირგვლივ კონტაქტები 530 პირია, მათ შორის 400-ს უკვე ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ჩაუტარდა. ვეცდებით, რომ დარჩენილი კონტაქტირებული პირები გაიტესტონ. ან ეტაპზე, კლინიკა "მედალფაში" 38 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და ერთი განკურნებული პაციენტი, მათ შორის ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება, დანარჩენების მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე აჭარაში მდგომარეობა კონტროლირებადია.

„გუშინ ბათუმის ინფექციური საავადმყოფო დიაგნოსტიკაში ჩაერთო, გუშინ სხვადასხვა „ცხელების კლინიკებიდან“ 46 პირი გამოიკვლიეს, ყველას პასუხი უარყოფითია. რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, ის ძირითადად თვითიზოლაციასა და საკარანტინო სივრცეებში მყოფებზე მუშაობს, ასევე რისკ ჯგუფებსაც იკვლევენ და სამედიცინო პერსონალსაც. იმ სამედიცინო პერსონალს, რომელიც აქტიურად არის ჩართული პროცესებში, პერიოდულად უტარდება კვლევები",- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?