ნათია თურნავა - უკვე 400-ზე მეტი კომპანია შევამოწმეთ, მათ შორის 70-მდე არის ონლაინ კომპანია

ჩვენ უკვე 400-ზე მეტი კომპანია შევამოწმეთ და მათ შორის არის 70-მდე ონლაინ კომპანია, - ასე უპასუხა საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, დაიწყო თუ არა ონლაინ ვაჭრობით დაკავებული კომპანიების შემოწმება და რა კრიტერიუმებით მოწმდებიან ისინი.

>>>

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2027 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2027 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2027 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1854 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0173 შეადგინა.

>>>

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი ბოლო ერთი თვის მანძილზე ყველაზე დაბალია

ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 367 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობამ საერთო ჯამში 22 524-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დღიური მაჩვენებელი ბოლო ერთი თვის მანძილზე ყველაზე დაბალია.

>>>

ექიმის რეაქცია, როდესაც ტრამპმა სახალხოდ დაავალა, კორონავირუსს სადეზინფექციო საშუალებით ან ულტრაიისფერი სხივის გამოყენებით ებრძოლოს (ვიდეო)

ექიმის რეაქცია, როდესაც ტრამპმა სახალხოდ დაავალა,  კორონავირუსს სადეზინფექციო საშუალებით ან ულტრაიისფერი სხივის გამოყენებით ებრძოლოს.

>>>

ჩეხეთი ევროკავშირის პირველი წევრია, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის ფონზე საზღვრები გახსნა

ჩეხეთი საკუთარი მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის. ქვეყანა ევროკავშირის პირველი წევრია, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის ფონზე საზღვრები გახსნა. გადაწყვეტილება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ვოჟტეჩმა გაახმოვანა.

>>>

The Guardian – „რემდესივირმა“ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ სამკურნალოდ შედეგი ვერ აჩვენა

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია „გილეადის“ მიერ დამზადებულმა პრეპარატმა „რემდესივირმა“, რომელიც ამ ეტაპისთვის ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ საუკეთესოდ მიიჩნევა, პირველი სრული კვლევა ვერ გაიარა.

>>>

პრემიერი სააკაშვილზე - საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა მიუღებელია, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვება

საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის უკვე გასამართლებული, მისჯილი და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია,- ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უკრაინაში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერობა.

>>>

ეკატერინე ტიკარაძე - ეს არის ის უჩინარი მტერი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ერთი დღით და ერთი თვით არ დარჩება, მოგვიწევს მასთან ერთად ვიცხოვროთ

ეს არის ის უჩინარი მტერი, რომელიც არ დარჩება ჩვენს ცხოვრებაში ერთი დღით და ერთი თვით, არამედ მოგვიწევს მასთან ერთად ვიცხოვროთ და შესაბამისად, უნდა ვისწავლოთ ის არაფარმაცევტული ღონისძიებები, რომლებიც არის მოწოდებული მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენაზე განაცხადა.

>>>

კახა კალაძე - მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესსექტორს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ რთული და კრიზისული მდგომარეობიდან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია მხარს უჭერს საკოორდინაციო საბჭოს მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას. როგორც მან გეგმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, თბილისის მერიას მზად აქვს იმ ოჯახების სრული ბაზა, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ და ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა. კალაძის თქმით, მერია მზად არის ამ პროექტის გატარების პროცესში მენეჯმენტი განახორციელოს.

>>>

გიორგი გახარიას განცხადებით, საერთო კოვზით ზიარება ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საერთო კოვზით ზიარება ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?