ელგუჯა ხოდელის ცნობილი პრორუსული ორგანიზაცია "დედამიწა ჩვენი სახლია", რომელიც თბილისში ნატოს საწინააღმდეგო აქციებს აწყობს, მისი ლიდერი ელგუჯა ხოდელი კი თავისუფლების მოედანთან რუსეთის დროშით გამოდის, ვარკეთილში ახალ ოფისს ხსნის.
სლავიანსკის ცენტრში 6 БМД (საბრძოლო სადესანტო მანქანა) გამოჩნდა. ისინი ცენტრშივე დაბანაკდნენ.
კრამატორსკისკენ, სადაც გუშინ ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, ჯავშანტრანსპორტიორთა კოლონა მიიწევს.
აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. სახალხო თავდაცვის წევრები, რომლებსაც შეიარაღებული „მწვანე კაცუნები“ უჭერენ მხარს, იერიშზე სხვადასხვა მიმართულებით გადავიდნენ.
კრიზისის გადაწყვეტა უკრაინაში ძალიან მარტივი იქნება, თუკი რუსეთი დათანხმდება გადახედოს საკუთარ პოზიციას - ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ განაცხადა.
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში "ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის", "თბილისი 2015" ჩატარების ხელშემწყობი სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ისევ აგრძელებენ იტალიის რამდენიმე ქალაქთან საქმიან, სვაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს საერთაშორისო, მიღებული ნორმების გვერდის ავლითა და პროცესში ოფიციალური თბილისის ჩართვის გარეშე.
სიტუაცია კრამატორსკში(დონეცკის ოლქი) დასტაბილურდა და შეიარაღებული დაპირისპირება შეწყვეტილია. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დონეცკის რეგიონის რამდენიმე ქალაქს ამ დროისათვის კვლავ სეპარატისტები და რუსი დივერსანტები აკონტროლებენ. როგორც ТСН იუწყება, გორლოვკაში შეიარაღებული ადამიანები აკონტროლებენ მილიციის შენობას.
სპეცრაზმ „დნეპრის“ წევრებმა დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან აღკვეთეს დნეპროპეტროვსკის ოლქში შეჭრის მცდელობა, „მწვანე კაცუნების“ მხრიდან.