
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა.
გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ის სიაში შეიყვანა. ამ დროისთვის გორში სხვა კანდიდატი რეგისტრირებული არ არის.
ირაკლი ოქრუაშვილმა გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის კანდიდატად რეგისტრირების თაობაზე განაცხადი 17 აპრილს შეიტანა.