ბოლნისში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, COVID 19-ით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

>>>

ესპანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 228 ადამიანი დაიღუპა, რაც ბოლო ერთი თვის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

ესპანეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსს კიდევ 228 ადამიანი ემხვერპლა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული დღიური სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 23 190 შეადგინა. ამასთან, ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 1 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 225 000-ს გადააჭარბა.

>>>

თეთრიწყაროს საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

თეთრიწყაროს საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, COVID 19 კლინიკის ექთანს დაუდასტურდა.

>>>

თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ტესტირების ჩატარება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე განისაზღვრება.

>>>

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მიზნობრივი ტესტირება 400-ზე მეტ პირს ჩაუტარდა და შედეგები უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, PCR დიაგნოსტიკით, მიზნობრივი ტესტირების შედეგად, უკვე 400-ზე მეტი პირია დიაგნოსტირებული და ყველასთან მიმართებით უარყოფითი შედეგია მიღებული.

>>>

რომან გოცირიძე - ხელისუფლებამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, ერთი თვით დააგვიანა მასობრივი ტესტირების დაწყება, რისკის ქვეშ დააყენა ათასობით ადამიანი და ახლა ნიანგის ცრემლებს ღვრის

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებამ რისკის ქვეშ დააყენა ათასობით ადამიანი და პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი და“ ახლა ნიანგის ცრემლებს ღვრიან“.

>>>

შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 132 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

>>>

პაატა იმნაძე - სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეგობრებთან გადასვლას საქეიფოდ, სამწუხარო შედეგებს ჩვენ დღეს ვიმკით

დიდი იმედი გვაქვს, რომ მატება ასეთივე ტემპით გაგრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ხვალ იხსნება რეგულაციების ნაწილი , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

>>>

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 746-მდე გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის კიდევ 81 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ჯამში 1 746 შეადგინა. ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსისგან 833 პაციენტი განიკურნა, გარდაცვლილია 28 ადამიანი. 885 პაციენტი ამჟამად მკურნალობას გადის.

პაატა იმნაძე - ბოლო 24 საათის განმავლობაში 822 ტესტი გაკეთდა, საიდანაც კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 822 ტესტი გაკეთდა და მათგან 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?