20 მაისს საგურამოში მამამ ცივი იარაღით შვილი მოკლა. მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა. მამამ შვილს – 1972 წელს დაბადებულ ლევან ს-ს გულმკერდის არეში ცივი იარაღით ერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში რუსეთს არ გააჩნია ის ბერკეტები, რომელსაც უკრაინაში იყენებს და ჩვენს ხელისუფლებას ყველანაირ საფრთხეზე ადეკვატური გეგმები აქვს მომზადებული, რაც მას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.
ასოცირების ხელშეკრულებას ხელს პრემიერ–მინისტრი მოაწერს, როგორც სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ამის შესახებ მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე იმსჯელა:
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი დარბაისელი თანამდებობიდან გადადგა. მან განცხადება გაავრცელა და მისი გადაწყვეტილების მიზეზები ახსნა:
21 მაისს კანის კინოფესტივალის პოდიუმზე ირინა შეიკი გამოჩნდა. მის კამპანიაში შედიოდნენ როზი ჰანტინგტონ-უაითლი, კარა დალვინი, ლარა სტოუნი და ბარბარა პალვინი.
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქების საჯარო თავშეყრის ადგილებში გაჩნდა წარწერები ალექსანდრე ანქვაბის გადადგომის მოთხოვნით.
ადიგენში მკვლელობა მოხდა. შუახნის ქალბატონს თავს საკუთარ სახლში დაესხნენ, სავარაუდოდ, მკვლელობის მიზეზი ვალი გახდა.
„ბავშვის დაღუპვის ამბავი რომ მითხრეს, დაამატეს სასახლე თუ არ გაქვთ ,,კარდონის'' ყუთში ჩაგიდებთო“ - ამ სიტყვებს სოციალური ქსელის მომხმარებელ გიორგი კეთილაძე წერს, სადაც სრულად ყვება თუ როგორ დაიღუპა მისი მცირეწლოვანი შვილი ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკაში - „ბავშვების სასაკლაოზე“.
საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებს ახალი სამხედრო ფორმები ექნებათ. შესაბამისი ტენდერის გამოცხადების შესახებ განცხადება თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე უკვე განთავსებულია.
სახალხო დამცველის პარლამენტისადმი ანგარიშში აღწერილია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარი ადამიანის უფლებათა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტი.