
ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტერორისტების პოზიციებზე დონეცკის აეროდრომთან, პესკის დასახლებაში, წერტილოვანი ავიადარტყმები განახორციელეს. ამჯერად სამიზნედ კადიროველი ჩეჩნების პოზიციები იქცა.
,,დაწყებულია მასობრივი წმენდა, რაკეტის პირდაპირი დამიზნებით, ქალაქის გასასვლელებში განადგურებულია ბლოკპოსტი. ბლოკპოსტზე მყოფი ტერორისტები დარტყმებმა დაფლითა, დიდი მსხვერპლია. ბლოკპოსტზე კადიროვის დაჯგუფების წევრები იყვნენ, რომლებიც არც კი ინიღბებოდნენ. წმენდაში მირგოროდის ავიაბრიგადა მონაწილეობს. დონეცკის შესასვლელები ოპერაციის მიმდინარეობის გამო ჩაკეტილია“, - წერს ვიქტორ სერდიუკი.