საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას, - ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
პრაღის მერს, ჟდნეკ ჰრჟიბს 24 საათის მანძილზე პოლიცია იცავს, მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა ჩეხურმა მედიასაშუალებამ დაწერა, რომ მის მოწამლვას რუსული სპეცსამსახურები აპირებენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა.
აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, -ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კიდევ დაახლოებით 15 პაციენტის გამეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან, რომლებიც უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკიდან გაეწერებიან. რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციაში კვლავ რვა პაციენტი რჩება.
მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი დადასტურებული ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა.
მარტის შუა რიცხვებიდან, აშშ-ში კორონავირუსის ექსპერიმენტალური ვაქცინის კლინიკური კვლევები მიმდინარეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინას ადამიანებზე ცდიან.
ქართველ მეზღვაურთა 23-კაციანი ჯგუფი დღეს დანიაში გაემგზავრა. ამავე რეისით სკანდინავიის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, გამგზავრებამდე ქართველმა მეზღვაურებმა ყველა საჭირო სამედიცინო შემოწმება გაიარეს. სპეციალური რეისი კოპენჰაგენში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომპანია "Elvictor Crew Management Service"-ის ორგანიზებით დაინიშნა.
თბილისის საკრებულო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე ევროპული დემოკრატიის ახალგაზრდული ქსელის EDYN-ის წევრად და ელჩად აირჩიეს. EDYN ევროპისა და აზიის 22 ქვეყნის 18-32 წლამდე 200-ზე მეტ ახალგაზრდა ლიდერს აერთიანებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.
თავრობის სოციალური დახმარების პროგრამა არის შერჩევითი და ადამიანების ძალიან დიდ ჯგუფს ტოვებს დახმარების გარეშე,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.