„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ბატალიონების ტაქტიკური ჯგუფების შეყვანამ, პარალელურად კი დონბასში რუსული სპეცრაზმის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების მოქმედებამ ოპერაციის ზონაში სიტუაცია ბევრად გაამწვავა.
27 აგვისტოს, გვიან ღამით სოციალურ ქსელებში გავრცელდა ბატალიონ „დონბასის“ ერთერთი წევრის შეტყობინება, რომელიც ნოვოაზოვსკთან არსებულ სიტუაციას უკრაინის ხელისუფლებისგან განსხვავებულად წარმოაჩენს.
ირაკლი კომახიძე ავრცელებს რუსეთის რეგულარული არმიის იმ დანაყოფთა სიას, რომლებიც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედიან და სახმელეთო ძალებისა და სააარტილერიო დანაყოფებს წარმოადგენენ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მარიამ საჯაია, რომელიც ანაკლიაში, კაზანტიპის ფესტივალზე იმყოფებოდა, პროექტის გამო მადლიერებას გამოხატავს და წერს, რომ იქ „ყველაფერი უმაგრესია“.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში პირველი ოფიციალური შეხვედრები უკრანის ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული პაციენტების მკურნალობის შედეგები წარუდგინა.
33 წლის ქალმა, გარუჯვის მიზნით ლეღვის ნახარშის გამოყენების გამო, სხეულის 15 % დაიწვა.
თუ ამის ნება იქნება და მიწას არენდით მოგვცემენ, ფესტივალი საქართველოში მომავალ წელსაც ჩატარდება - ამის შესახებ ე.წ. „კაზანტიპის რესპუბლიკის“ პრეზიდენტმა ნიკიტა მარშუნოკმა განაცხადა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე იასპარეზებს. ჯგუფის ბოლო მატჩში ქართველმა სპორტსმენებმა პორტუგალიელები 12 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს და შეხვედრა ანგარიშით 71:59 დასრულდა.
28 აგვისტო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღეა და მართლმადიდებელი სამყაროს თორმეტ უდიდეს დღესასწაულთა სიაშია.