გაეროს გენერალური ასამბლეის ყოფილი თავმჯდომარე დააპატიმრეს აშშ-ში, 500.000 აშშ დოლარის ქრთამის სახით აღების ბრალდებით. ჯონ ეშს ჩინელ ბიზნესმენთან გარიგებაში ადანაშაულებენ.
„თალიბანიდან ნარუშილოვკამდე“ - ამ სათაურით ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური სიტიაციის მიმოხილვას 2012-2015 წლებში გაზეთი „ქრონიკა+“ აქვეყნებს.
შალვა რამიშვილი "იმედზე", უახლოეს პერიოდში პოლიტიკურ თოქ-შოუს გაუძღვება, - ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას სანდო წყაროზე დაყრდნობით "ფორტუნა" ავრცელებს, თუმცა, თავად ტელეწამყვანი ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
4 ავტომანქანა დაიმტვრა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ვაჟა-ფშაველას გამზირზე. შემთხვევა ე.წ. მოდულის შენობასთან მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა მეორე ავტომობილს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მოსრიალდა და მოდულის შენობასთან გაჩერებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტომანქანებს დაეჯახა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი2-ის შესახებ განცხადებას აკეთებს. ამის შესახებ ვაშინგტონიდან კურიერის კორესპონდენტი, დავით ნიკურაძე, იუწყება, რომელმაც რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით კითხვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიურ ბრიფინგზე პრესმდივანს, მარკ ტონერს, დაუსვა.
„სოვეტსკი სპორტი“ ექსკლუზიურად ავრცელებს სამხედრო უწყისის ფოტოასლს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე მოსკოვის სამხედრო კომისარიატშია გამოძახებული.
ვერძი: - სამსახურის საქმეებში წარმატებას იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ კარგად გათვლით დეტალებს და გამოცდილ და ერთგულ პარტნიორებს მიანიჭებთ უპირატესობას.
ყოფილი პოლიციელი - ზურაბ შონია დააყაჩაღეს საკუთარ სახლში გუშინ, რა დროსაც თავდამსხმელებმა შესაშინებლად იარაღი გამოიყენეს და შონისა და მისი ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ.
კიევის აეროპორტ "ბორისპოლში" დააკავეს საქართველოს მოქალაქე - მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინის აღმოსავლეთში მებრძოლად გეგმავდა გადასვლას და სეპარატისტულ შეიარაღებულ ფორმირებაში გაწევრიანებას აპირებდა.
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებს" ნინო გაჩეჩილაძე უბრუნდება, რომელიც თავდაპირველად კატოს როლს თამაშობდა. ის, სავარაუდოდ, ლელა მებურიშვილს ჩაანაცვლებს.