ცნობილმა უკრაინელმა რეჟისორმა მიხაილო ილიენკომ თბილისში 5-9 ნოემბერს დაგეგმილ საერთაშორისო კინოფესტივალს პროტესტი მისი პრორუსულობის გამო გამოუცხადა და საკუთარი ფილმი "Той Хто Пройшов Крізь В огонь" უკან გაიწვია.
ახალ ზელანდიაში დაბრუნებულ მორაგბეებს, რომლებმაც ქვეყანაში რაგბის მსოფლიო თასი ჩაიტანეს, აეროპორტში უამრავი ადამიანი დახვდა, ხოლო სტაფის ნაწილმა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ თვითმფრინავს ტრაპს მიადგამდნენ, "ჰაკა" შეასრულა.
"სირიის თავისუფალი არმიის" მებრძოლებმა, სადაც ბაშარ ასადის წინააღმდეგ აჯანყებულები იბრძვიან, სამთავრობო ძალებისა და რუსეთის კუთვნილი, განადგურებული საბრძოლო ტექნიკის ვიდეო გამოაქვეყნეს.
მიუხედავად ქიბარ ხალვაშის გამარჯვებისა, ,,რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესის ამ ფორმით დასრულებას ჟურნალისტი ელისო კილაძე ხელისუფლების მარცხს უწოდებს და მისი ინფორმაციით, მარცხის შემდეგ, ექს პრემიერის ახლო გარემოცვაში ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენების საკითხს განიხილავენ.
ბიძინა ივანიშვილი, იხსენებდა რა თავის ბავშვობის წლებს, 2011 წელს მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ უბედური არ იყო, თუმცა, ბევრი რამ არ ჰქონდა. მისივე თქმით, „ჭარბი ფული“ წარმატების სიმბოლო არ არის.
”ნანუკას შოუმ” მაყურებელს ”ინტერნეტ ვარსკვლავი” ნატო ხუციშვილი წარუდგინა, რომელიც საზოგადოებისთვის თავისი სკანდალური გამონათქვამებით - ”ნაციონალებისა” და კარუსელების შესახებ - გახდა ცნობილი.
"ნანუკას" შოუში ყველასთვის კარგად ცნობილი, სკანდალური პატიმარი და შემდეგ საზოგადოების მოთხოვნით გათავისუფლებული "კოხორა" გამოჩნდა.
აკა სინჯიკაშვილის სტატუსმა იმის შესახებ, თუ რა აზრები მოსდიოდა, როცა საცობში იდგა, "ბმვ"-ს უცნობი მძღოლი კი გრძელი სიგნალით ეხმიანებოდა, "ფეისბუქში" დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა, ზოგიერთებმა ხუმრობას ჰომოფობიური და "უკბილოც" უწოდეს.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა კონგრესში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა სირიის ორ პროვინციაში საარტილერიო დანადგარები განალაგა.
ვილნიუსში მყოფი ქართველი სტუდენტი, „მაესტროსა“ და „აფხაზეთის ხმის“ ჟურნალისტი ნინი მეტრეველი ეხმიანება საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტს ვილნიუში, კონკრეტულად კი, ვიზიტის იმ ნაწილს, სადაც ის ვილნიუსში მყოფ სტუდენტებს შეხვდა, რაც სამთავრობო არხებით გაშუქდა, როგორც პრემიერის აქტივობა.