უკრაინის შს მინისტრის რეპლიკას, "წაეთრიე ჩემი ქვეყნიდან, გასტროლიორო!", რომელიც მან რეფორმების საბჭოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის მისამართით გამოიყენა, უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მყოფი ქართველ პარტიზანთა ნაწილი ეხმიანება.
შს მისნისტრის მოადგილე "ჯიდიესის" ეთერში ამბობს, რომ სიჩქარის გადაჭარბების დეტექტორების ამომცნობი პროგრამები და ის აპლიკაცია, რომლებიც ტელეფონებისთვისაა შექმნილი, ვერ იმუშავებს, რადგან, "მხატვრულად რომ ვთქვათ, კამერები ჩამოდიან ბოძებიდან და იწყებენ მოძრაობას", რაც გამოიწვევს ამ აპლიკაციის ახალ მდგომარეობას: "გოჩა დაბნეულია".
"როგორც პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციისა და მოქალაქეების უფლებების დაცვის გარანტმა, არ შემიძლია გვერდი ავუარო სამარცხვინო ინციდენტს, რომელიც ორშაბათს რეფორმების ეროვნულ საბჭოში მოხდა", - აღნიშნა პოროშენკომ.
გაზეთ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული ინტერვიუს ავტორი, ყოფილი დეპუტატი გია კელენჯერიძე „არჩევანის“ ეთერში გერმანიიდან ჩაერთო. მისი განცხადებით, პოლიტპატიმართა სია გარკვეული გარიგებების შედეგად შედგა.
გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ "არჩევანის" ეთერში კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა: ჟურნალისტი აცხადებს, რომ ადვოკატი, რომელიც ნარკომოვაჭრე ანასტასია ზაუტაშვილის ინტერესებს იცავს, დეპუტატ გედევან ფოფხაძის ახლო მეგობარია.
ვერძი: - დღეს არჩევანის გაკეთება მოგიწევთ სასიამოვნოსა და აუცილებელს შორის. მოსალოდნელია მგზავრობა. ზოგიერთები არაფრისმომცემ სასიყვარულო ურთიერთობას წერტილს დაუსვამენ.
ესპანელ საოპერო მომღერალს, მონსერატ კაბალიეს ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამო. ეს გადაწყვეტილება მადრიდის სასამართლომ დღეს მიიღო.
გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ უპასუხოდ არ დატოვა პარლამენტის ვიცე-სპიკერის რეპლიკა იმის შესახებ, რომ "ჟურნალისტის მანტიას ამოფარებული ჟურნალისტები არ ასახელებენ ვინაობას". მან კობახიძეს იქვე მიმართა შეკითხვით, რა იცის მან იმის შესახებ, ვინ დაასახელა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ელისო კილაძემ ან სხვამ.
"რუსტავი-2" იტყობინება, რომ ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა საბურთალოს სასაფლაოზე, სადაც ნიღბიანმა პირებმა ორ ადამიანს ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულები არ არიან, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ე. წ. "კოკაინის საქმეზე" მსჯავრდებულებთან და საქმის ფიგურანტების პოლიტპატიმართა სიაში შეყვანასთან დაკავშირებით გაზეთი "ქრონიკა+" დამატებით ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ საქმე მალე სოზარ სუბარამდეც მივა.