გუშინ ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა, "„გაწიე კედელი, ზღვა დამანახე" ამ ლოზუნგებით ზღვისპირა
ქალაქის მოსახლეობა ბათუმის ანბანის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა.
ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი ხუთი თეთრით გაძვირდა.
„რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ გიორგი გაბუნიას შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 2 თვის შემდეგ, როცა გიორგი გაბუნიას შეზღუდვა მოეხსნება, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას.
(IRI) კითხვაზე, რა არის საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიღწევა, გამოკითხულთა ყველაზე მეტი,
35 პროცენტი პასუხობს, რომ “არაფერი”.
ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა. საქმე განსახილველად უკრაინის პროკურატურას გადაეცა.
ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა.
„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიის შენობაში მივიდა.
სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი”-ს დირექტორი, 1969 წელს დაბადებული შ.ბ. დააკავეს.
ქარმა ამბროლაურში ორასზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.