თბილისის მერმა რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე საახალწლო კონცერტიდან მოსახლეობას შობა-ახალი
წელი მიულოცა.
2020 წლის ევროვიზიაზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს.პირველი არხის მუსიკალური
პროექტის საქართველოს ვარსკვლავის გამარჯვებული სატელეფონო ზარებისა და ფეისბუქმესენჯერით
მაყურებელმა გამოავლინა.
ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად იაშვილის კლინიკაში რვა ბავშვი
მოხვდა.
Forbes-მა ქართული ღვინო 2020 წელს აუცილებლად დასაგემოვნებელ ღვინოებს შორის დაასახელა.
პრეზიდენტის თქმით, 2019 წელი ერთიანობით მიღწეული შედეგით დასრულდა.
ცვლილება შეეხო ბავშვთა სისხლში ტყვიის ბიომონიტორინგს, გაფართოვდა მოსარგებლეთა არეალი. 2020 წლიდან ეს სერვისი, სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მოქალაქე 7 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისთვის, პედიატრის ან ოჯახის ექიმის რეფერალის საფუძველზე.
დღეიდან, პირველი იანვრიდან სტადიონებზე თამბაქოს მოწევა იკრძალება. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 100, განმეორების შემთხვევაში კი, 200 ლარით დაჯარიმდება. აკრძალვა ყველა იმ სტადიონს ეხება, რომელსაც ადმინისტრაცია ჰყავს.
2020 წლიდან „112“ - ის საფასური ფიზიკური პირებისთვის ორმაგდება. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის და ასევე, მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები ყოველთვიურად 112-ის საფასურს, 40 თეთრს გადაიხდიან.
პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ სტამბოლში
გადაჰყავთ. გავრცელებული ინფორმციით, მას თურქეთში თვითმფრინავით გადაიყვანენ.
თბილისის მერი კახა კალაძე რესპუბლიკის მოედანზე სანტა კლაუსის ფორმაში საჩუქრები
დაარიგა.