
პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ სტამბოლში
გადაჰყავთ. გავრცელებული ინფორმციით, მას თურქეთში თვითმფრინავით გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, ცოტნე 19 დეკემბერს, ვერაზე, მისივე სახლთან დაჭრეს. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა
სტაბილურად მძიმეა.
საქმეზე პოლიციამ 5 ადამიანი 20 დეკემბერს დააკავა.