
გიგი უგულავა: "ქვეყანას, პირდაპირი მნიშვნელობით, შიზოფრენიკი მართავს"
- 2014-10-16 18:42
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ღარიბაშვილი და, შესაბამისად, ივანიშვილი, ხელისუფლებას თვითონ "ქართულმა ოცნებამ" უნდა ჩამოაშოროს. უგულავა ღარიბაშვილს "შიზოფრენიკს" უწოდებს და იქვე დასძენს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ჯერ კიდევ "ბევრი განსაწმენდელი აქვს გასავლელი", დღეს ხელისუფლებაში მოსასვლელად მზად არ არის.