გიორგი ლაფერაშვილი: "იმას, ვისაც ჩემსავით უყვარს "რუსთავი-2", ვინც ეს წაიკითხა და არ გაწითლდა..."
- 2015-10-18 23:38
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი 19 ოქტომბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით წერს და იხსენებს დროის სხვადასხვა მონაკვეთს, სადაც "რუსთავი-2" და "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. ის მხარდამჭერებს საქალაქო სასამართლოში მისვლისკენ მოუწოდებს.
