
"ფრესკო" თავისუფალი მედიის, სიმშვიდისა და სტაბილიზაციის მხარდასაჭერად ყველა სუპერმარკეტში საქართველოს ჰიმნს გააჟღერებს
- 2015-10-26 11:50
კომპანია "ფრესკოს" დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად თავისუფალი მედია, სიმშვიდე და სტაბილიზაცია სჭირდება. მისი გადაწყვეტილებით, 1 ნოემბრიდან ყოველდღე, 21:00 საათზე ყველა სუპერმარკეტში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდება.