
ევროპოლიციამ დააკავა ხომალდი 13,5 ტონა ჰაშიშით, რომელიც ქართველებსა და უკრაინელებს გადაჰქონდათ
- 2015-12-08 09:17
500 ტომარაში შეფუთული 13, 5 ტონა ჰაშიში აღმოაჩინა ევროპოლიცამ იტალიის ერთერთ კუნძულთან ახლოს, პანამის დროშით მცურავ ხომალდზე. ეკიპაჟის 11 წევრი - საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები, დააკავეს. ოპერაციაში იტალიის, ესპანეთისა და საბერძნეთის სამართალდამცველები ერთობლივად მონაწილეობდნენ.