პოლიტიკა

ამერიკელი ექსპერტი: “შესაძლოა, სააკაშვილი ისევ დაბრუნდეს”

"ვარდების რევოლუციის" ათი წლისთავზე ამერიკელი ექსპერტები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როლზე საუბრობენ და მის პოლიტიკურ მარცხზე ამახვილებენ ყურადღებას.

>>>

Politico.ge ირაკლი ღარიბაშვილის ტყუილებს ითვლის

პორტალ Politico.ge-ს მოჰყავს საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ციტატა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრიდან და მას ტყუილში ამხელს.

>>>

The New York Times: ივანიშვილმა დასაშვები გახადა, რომ სააკაშვილი დააპატიმრონ და გაასამართლონ

გამოცემა The New York Times საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ იგი ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რათა საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი იყოს:

>>>

რა აღიარეს რუსმა გენერლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე (ვიდეო)

რადიო "აფხაზეთის ხმის" ვებ-გვერდი გთავაზობთ ანდრეი ილარიონოვის ანალიტიკურ ბლოგს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომსა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხება. თარგმნა მარინა თოფურიძემ. მასალას თან ერთვის ფილმი „ომის დაკარგული დღე“.

>>>

6 ნოემბრის სასამართლოზე ვანო მერაბიშვილის განცხადების სრული ტექსტი

5 ნოემბერს, სასამართლოში ვანო მერაბიშვილის პროცესზე, ყოფილი პრემიერი ვრცელი სიტყვით წარსდგა.

>>>

Eurasianet განიხილავს, გახდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „რუხი კარდინალი“

გამოცემა Eurasianet  აქვეყნებს სტატიას სატაურით: "გახდება თუ არა ივანიშვილი ხელისუფლების რუხი კარდინალი", სადაც ავტორი მოლი კორსო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის, მის მიერ პრემიერმნისტრის დასახელების, მომავალი პრეზიდენტისა და პრემიერის პოლიტიკური გამოცდილების არქონაზე ამახვილებს ყურადღებას.

ავტორი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი გეგმების გარდა, არ ჩანს მთავრობის სტრატეგია, ხოლო თავად ივანიშვილის უზარმაზარი ქონება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მილიარდერი კვლავინდებურად მოახდენს გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე.

>>>

რა აღიარა ვლადიმირ პუტინმა 2008 წლის ომზე

რადიო "აფხაზეთის ხმის" ვებ-გვერდი გთავაზობთ ანდრეი ილარიონოვის ანალიტიკურ ბლოგს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომსა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხება. 

>>>

ბოკერია: "მომავალ არჩევნებზე შევხვდებით!..."

კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და ჩვენ შემდეგ არჩევნებზე შევხვდებით", - უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ მარგველაშვილს გამარჯვება მიულოცა და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთებაში ხელისუფლებას წარმატება უსურვა.

"ვფიქრობ, საერთო სურათი ნათელია და მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა ამ პროცესის მონაწილეს, ყველა კანდიდატსა და ამომრჩეველს.მიუხედავად ერთწლიანი პოლიტიკური რეპრესიებისა ნაციონალური  მოძრაობის წინააღმდეგ, აქტივისტების დაშინებისა და დევნისა ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო არის დაინტერესებული სტაბილურობაში და მშვიდობაში, ამიტომ როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოზიცია დაინტერესებულები ვართ ამაში. 

ვულოცავთ გამარჯვებულს და გავაგრძელებთ, როგორც ცივილიზებული ოპოზიცია ღირებულებებისთვის ბრძოლას ცივილური მეთოდებით.

"ნაციონალური  მოძრაობა" არის მთავარი ოპოზიციური ძალა, მიუხედავად პრემიერის განცხადებისა, რომელმაც მიიღო 20 პროცენტზე მეტი წინასწარი შედეგებით, ამ მხარდაჭერაზე დაყრდნობით  გავაგრძელებთ ყველა იმ საკითხის დაცვას, რომელიც წარმოადგენს ჩვენს პრინციპულ პოზიციას, რა ღირებულებებზეც ჩვენ ვდგავართ და ეს ბრძოლა გაგრძელდება, ისე რაც შეეფერება ცივილურ ოპოზიციას, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და ჩვენ შემდეგ არჩევნებზე შევხვდებით.

ჩვენ ვიბრძოლებთ ამომრჩეველთა მხარდაჭერის გაფართოებისთვის რათა, იმ გზით წავიდეს ქვეყანა, რასაც ჩვენ მივიჩნევთ ყველაზე სწორად", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ახალი ხელისუფლება, ოპოზიციის განადგურებას ვერ მოახერხებს და ეს ამ არჩევნებზეც გამოჩნდა, ბოკერია აცხადებს, რომ მალე მათ რეალობასთან შეგუება მოუწევთ.

უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ ახლა უკვე  ხელისუფლება რეალურად გადაეცა ახალ გუნდს და ისინი დაპირებების ვერშეუსრულებლობის მიზეზად ვეღარ დაასახელებენ, იმას, რომ მათ სააკაშვილი უშლით ხელს.
"მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები, ვუსურვებ წარმატებას ყველა იმ საქმეში, რომელიც ქვეყანას წაადგება", - აცხადებს ბოკერია.

ბიძინა ივანიშვილი: „ოდესმე ვიტყვი, კიდევ რა მანქანები გამოვიყენეთ...“

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ისეთი რეჟიმი, როგორიც სააკაშვილისა იყო, საქართველოს 22 წლის განმავლობაში არ ჰყოლია.

>>>

Euobserver: ივანიშვილის ოცნების ახდენას 20 წელი სჭირდება - საქართველოს გადაქცევა დუბაიდ

გამოცემა EUobserver, რომელმაც საქართველოს პრემიერმინიტრთან ინტერვიუ ურეკის საზაფხულო რეზიდენციაში ჩაწერა, წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა საქართველო „ტიპურ“ ევროპულ საზოგადოებად და დუბაის მსგავს ბიზნეს ცენტრად გარდაქმნას ევროპასა და აზიას შორის.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !