The New York Times: ივანიშვილმა დასაშვები გახადა, რომ სააკაშვილი დააპატიმრონ და გაასამართლონ

Image

გამოცემა The New York Times საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ იგი ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რათა საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი იყოს:

„მიხეილ სააკაშვილი, ახლა უკვე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, ყოველ წუთს საკუთარ სამსახურს ახმარდა და ბოლომდე თავის მოვალეობას ასრულებდა.

 

ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მისი მმართველობის 10 წლიან ვადაში, საქართველო დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ამავდროულად, იგი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მან არ მოახმარა გაცილებით მეტი თანხა საგანმანათლებლო სისტემას და გაცილებით ნაკლები შეიარაღებას.

 

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქვეყნის სათავეში 2003 წლის მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციით“ მოვიდა და დასავლეთის დიდი ყურადღება დაიმსახურა, მაინც გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებული შტატები არც თუ ისე ძლიერ სიგნალს გზავნიდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ მანამ, სანამ რუსეთმა არ გამოთქვა მზადყოფნა, სირიის სასარგებლოდ სამხედრო მოქმედებებში ჩაბმულიყვნენ:

 

„რუსეთი აღიქვამს იმას, რომ ამერიკის ძალაუფლება მას რეგიონისგან აცილებს. თუ ამერიკას გარკვეული ლიმიტირებული ოპერაციები აქვს დაგეგმილი სირიაში, ეს გარკვეული რისკია პუტინისთვის. ახლა იგი თითქმის ან სრულებით დარწმუნებულია იმაში, რომ არაფრის კეთებას აზრი არ აქვს.

 

კარგად იცით რასაც აკეთებს - აბამს მავთულხლართებს, მოდის და სურს თბილისის ოკუპაცია, არავის არაფრის გაკეთება არ სურს ამის წინააღმდეგ, გარდა ხმამაღალი განცხადებებისა და მოწოდებებისა. რა მივიღეთ ვაშინგტონისგან?! – „თქვენ კარგი ხალხი ხართ, ძალიან მოგვწონხართ, საუკეთესო საშუალებაა დემოკრატიის განვითარებისთვის თქვენთან ურთიერთობა - თქვენ კარგად იცით, რომ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა უდიდესი მიღწევაა. მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვან პრობლემებზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ თქვენს მხარეს ვართ და ვიქნებით თქვენს მხარეს, მაგრამ რისი გაკეთება შეგვიძლია?“, - ამბობს სააკაშვილი.

 

საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე გასულ კვირას სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილმა ჩაანაცვლა. მარგველაშვილი წარსულში უნივერსიტეტის რექტორი და შემდგომ განათლების მინისტრი გახლდათ.

 

ინაუგურაციაზე კი ობამამ კარგად ცნობილი პოლიტიკოსების მაგივრად, ნაკლებად ცნობილი ოფიციალური პირები გაგზავნა. მიხეილ სააკაშვილიც არ დაესწრო ინაუგურაციას. მან მიზეზად მისი გუნდის წევრების დაკავება და პოლიტიკური დევნა დაასახელა.

 

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კი რამდენიმეჯერ აღნიშნა და ამით დასაშვები გახადა ის ფაქტი, რომ შესაძლოა, ბატონი სააკაშვილიც დააპატიმრონ და გაასამართლონ.

 

მიხეილ სააკაშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ იგი ელოდა მიზანში მის ამოღებას: „ივანიშვილს ჩემთვის ორი არჩევანი აქვს, ციხე ან განდევნა. მე ვეცდები ვიბრძოლო ჩემი ადგილისთვის, იმისათვის, რათა ვიყო თავისუფალი ჩემს საკუთარ ქვეყანაში. უნდა ჩამსვან თუ არა უფანჯრებო კამერაში, მარტო, ერთი წლის განმავლობაში, მზის შუქის გარეშე მხოლოდ იმიტომ, რომ მან თქვა - შესაძლოა მე ვჭამდი ბავშვებს ან ვხოცავდი ადამიანებს ქუჩაში? ეს არის ჭეშმარიტება, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით“.

 

კვირა დღესთან დაკავშირებით, ბატონმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იგი ევროპაში ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობდა, თუმცა, კვირას მათ არ იცოდნენ რომელ ქვეყანაში ან ქალაქში იყო თავად. არც ის იცოდნენ, როდის დაბრუნდებოდნენ შინ. „ჩვენ დავბრუნდით უკან ველურ დასავლეთში, რაღაც პოსტ-საბჭოთა პოლიტიკის მსგავსში“, - ასე დაასრულა ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილმა“, - წერს ჟურნალისტი დავიდ ჰერსზენჰორნი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !