პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: რუსეთთან დიალოგი საჭიროა, მაგრამ სახე არ უნდა დავკარგოთ

"ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერისზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მან კარგად იცის, რას ნიშნავს რუსეთთან დიალოგი, რადგან მასში მონაწილეობა მიუღია, თუმცა დიალოგი სახის დაკარგვას არ უნდა დაემსგავსოს:

>>>

Forbes-ის სტატია ივანიშვილზე: "გაკვეთილი კრემლინოლოგიაში"

"გაკვეთილი კრემლინოლოგიაში", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Forbes მელიკ კაილანის სტატიას, რომელიც საქართველოსა და პრემიერ ივანიშვილს ეხება.

>>>

ევროპარლამენტარები: „თუ გაგრძელდება შერჩევითი სამართალი, ასოცირების ხელშეკრულება გაქრება“

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დღეს კითხვებს დავით უსუფაშვილს ბრიუსელში უსვამდნენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში სიტყვით გამოდიოდა.

>>>

მოსკოვი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს მოქმედი კანონის გაუქმებას ითხოვს

ოფიციალური მოსკოვი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს მოქმედი კანონის გაუქმებას ითხოვს, რომელიც სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითვალისწინებს მათ მიმართ, რომლებიც აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს საზღვრის გადაკვეთის გარეშე გაემგზავრებიან. 

>>>

რასმუსენი - საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, როგორც კი გაწევრიანებისთვის შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, პატივი სცეს კანონის უზენაესობას, ადამიანისა და ეროვნული უმცირესობების უფლებებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს ბრიუსელში, ნატო-საქრთველოს კომისიის სხდომის გახსნისას განაცხადა.
ბრიუსელში ალიანსის გენერალურმა მდივანმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით მიმართეს.
"მოხარული ვარ, რომ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობთ. საქართველო ნატო-ს განსაკუთრებული პარტნიორია, რომელსაც სურს ალიანსის წევრი გახდეს. საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში მნიშვნელოვანია. საქართველო ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორია. ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ საქართველოს კონტრიბუციას ნატო-ს ოპერაციებში. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს, ასევე მწუხარებას გამოვხატავთ გაღებული მსხვერპლისთვის. მნიშვნელოვანია ის რეფორმებიც, რომელიც თავდაცვის სექტორში მიმდინარეობს, რაც ძალიან შთამბეჭდავია. ნატო საქართველოსთან რეფორმების განხორციელების პროცესში თანამშრომლობს, მოკავშირე ქვეყნები კი გამოხატავენ მზადყოფნას მხარი დაუჭირონ საქართველოს და მას საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ. 
ჩვენ ასევე, დიდი ინტერესით ვაკვირდებით საქართველოს ფარგლებში არსებულ გამოწვევებსა და განვითარების პროცესს. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, პატივი სცეს კანონის უზენაესობას, ადამიანისა და ეროვნული უმცირესობების უფლებებს. ასევე, მოვუწოდებთ განახორციელოს ფუნდამენტური რეფორმები და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ბოლოს. ჩვენ ასევე, ურყევ მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ საზღვრებში. სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს ადგილი ევრო-ატალნტიკურ საზოგადოებაშია. მოუთმენლად ველი, როდესაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები კვლავ ძალაში რჩება. საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, როგორც კი გაწევრიანებისთვის შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს", - განაცხადა რასმუსენმა.
ანდერს ფოგ რასმუსენის გამოსვლის ტექსტი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავცრელა.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება დაუშვებელია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველ კომენტარს ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით რადიო „თავისუფლება“ აქვეყნებს.

 

რადიო “თავისუფლებამ” თხოვნით მიმართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, კომენტარი გაეკეთებინა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ გულდასმით ადევნებს თვალყურს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპატიმრებებსა და მათი საქმეების გამოძიებას.

 

მისი სიტყვებით, აშშ-მა საქართველოს მთავრობას მკაფიოდ უთხრა, რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი გამოძიებებისა და სასამართლოს წესით დევნის განხორციელება პროცედურის სრული დაცვით და რომ დაუშვებელია პოლიტიკური ანგარიშსწორება:

 

„ამერიკის შეერთებული შტატები ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოუწოდებს, გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთო მიზნისკენ - საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ - მიმავალ გზაზე“, განუცხადა რადიო თავისუფლებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

რასმუსენი: ნატოს კარი სუპერმარკეტის კარი არ არის, რომ მიახლოებისთანავე გაიღოს

"საქართველოს უახლოეს მომავალში ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვევა", - განცხადება ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ლუქსემბურგში ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაზე გააკეთა.

>>>

"Amnesty International" საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "Amnesty International" თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

 

ორგანიზაციის შეფასებით, თბილისში პოლიციამ ვერ შეძლო ლგბტ აქტივისტების დაცვა ათასობით ადამიანის თავდასხმისგან, ორგანიზებულ ჰომოფობიას კი არაეფექტური პასუხი გასცა. 

 

ძალადობის გამო 17 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 12-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა აუცილებელი. დაშავებულთა შორის 3 პოლიციელი და ერთი ჟურნალისტია.

 

"ირონიულად, ეს სამარცხვინო ძალადობა დაემთხვა დღეს, როდესაც მსოფლიოში ჰომოფობიის წინააღმდეგ სოლიდარობას გამოხატავენ. ეს აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გრძელი გზა აქვს გასავლელი შემწყნარებლობის ხელშეწყობისა და ლგბტ ჯგუფებისა უფლებების დაცვის კუთხით", - ნათქვამია განცხადებაში.

 

"ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ძალადობის ფაქტები და პასუხი აგონ მათ, ვინც კანონით დასჯადი ქმედება ჩაიდინა", - აღნიშნავს ორგანიზაციის ევროპისა და შუა აზიის პროგრამის ხელმძღვანელი ჯონ დალ-ჰუისენი.

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !