
თბილისში მოდის კვირეული დაიწყო, რომელიც სამი დღე გაგრძელდება.
მოდის კვირეულში წარმატებით მონაწილეობს ბრენდი „ANOUKI“, რომლის დიზაინერმა ანუკი არეშიძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა.
„4 წამში ვასწრებ დავიტენო საოცარი ენერგიით, იმ ოვაციების შემდეგ, რასაც დამსწრე სტუმრებისგან ვიღებ ხოლმე.
პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამდენი შრომის შემდეგ, ეს 4 წამია, როცა შემიძლია მადლობა ვუთხრა ყველას“, - წერს ანუკი არეშიძე.