
ტელეწამყვან ეკო ფანგანის აზრით, დღესდღეობით ქართველი ქალები შავი მუშები არიან, კაცები კი მოქეიფე ტიპები.
„აქედან გამომდინარე, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ წყვილი ადრე არ უნდა დაქორწინდეს.
ადამიანებმა უნდა ნახონ ყველაფერი და 30 წლის ასაკში, ან შემდეგ შექმნან ოჯახი.
მანამდე ქალი ჩამოყალიბდება, მიიღებს განათლებას, რეალიზდება როგორც პიროვნება და არა როგორც იატაკების მხეხავი და ქმრის ფეხების დამბანი.
ქმარს ფეხებიც უნდა დაბანო და იატაკიც უნდა მოხეხო, მაგრამ იმ ქმარმაც უნდა დაგბანოს ფეხები და თუ ცუდად ხარ, მოხეხოს იატაკი", - აცხადებს ეკო ფანგანი.
„რეიტინგი“