-
2014-10-26 22:28
ინციდენტს თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ნიკა მელია შეესწრო.
მისი განცხადებით, შემთხვევა კახეთის გზატკეცილიდან ჯორჯ ბუშის ქუჩის ჩამოსახვევთან მოხდა.
მერიის კუთვნილი სამსახურებრივი მანქანიდან გადმოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში და ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდა ტაქსის მძღოლს, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა.
ნიკა მელიას თქმით, მოძალადე მძღოლმა ის იცნო და შეეცადა ავტომობილი მისი მანქანისთვის დაეჯახებინა, რითიც შექმნა დამატებითი საავარიო მდგომარეობა.
როგორც მელია აცხადებს, მძღოლი მიიმალა, ტაქსის მძღოლი კი ნაცემია.
ქალაქის მერობის ყოფილმა კანდიდატმა მომხდარის შესახებ პატრულს შეატყობინა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლკევა.

„პირველი რადიო“