-
2014-10-25 22:56
დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ხელისუფლება და ივანიშვილი არჩევნების გზით არაფრის დათმობას არ აპირებენ, ამიტომ ხალხმა ახლავე უნდა ამოიღოს ხმა, რომ ამათ ამოღერღონ, რას აპირებენ იგივე დაღესტან-კახეთის გზასთან დაკავშირებით,
-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „კურიერში“ ჩართვის დროს განაცხადა.
„არჩევნები კი გვაქვს 2016 წელს, მაგრამ რუსეთი ამ გზის დამთავრებას აპირებს უკვე გაზაფხულზე;
არჩევნები კი გვაქვს 2016-ში, მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტი უკვე ჩამოიშლება ძალიან მალე;
არჩევნები კი გვაქვს 2016-ში, მაგრამ მანამდე თუ „კანონიერი ქურდები“ ჩამოვიდნენ და მოაჯდნენ ყველაფერს, კიდევ ასეულობით ადამიანი მოკვდება კრიმინალის თარეში გამო... ამიტომ მე მგონია, რომ ხალხმა ახლავე უნდა ამოიღოს ხმა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სტასბურგიდან ჩართვის დროს.
მისი თქმით, "ივანიშვილი განათლებას იმიტომ უკირკიტებს", რომ განათლებული ადამიანი არის ბევრად ნაკლებად მშიშარა. "ჩვენ არ უნდა სეგვეშინდეს არც შეცდომების აღიარების, არც შეცდომებზე სწავლის", - აცხადებს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ახლა ქვეყნის დატოვება არ შეიძლება. "ბევრი ამბობს, რომ არ შემიძლია, უნდა წავიდე ამ ქვეყნიდან და ასაე შემდეგ... ამის გაკეთება არ შეიძლება. ისინი წავიდნენ... ჩვენ რატომ უნდა წავიდეთ ჩვენი ქვეყნიდან?", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
„ის კაცი, პუტინი ამბობს, რომ სამხედრო ტექნიკისთვის სჭირდება ეს გზა. თქვა ეს მან 2008 წელს. ყველაფერს, რაც თქვა, აკეთებს. ოჩამჩირეში და გალში შემოიყვანა რკინიგზა, შემოიყვანა 350 ტანკი. როკის გვირაბი რისთვისაც გამოიყენა, ყველამ კარგად ვიცით. შემოვლითი გზა გააკეთა ცხინვალში და შემოიყვანა ტექნიკა. ყოველთვის, როცა ის აშენებს გზას, ამას სამხედრო დანიშნულებისთვის იყენებს,“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.