სააკაშვილი: „მეტი საქმე არა აქვს ივანიშვილს, არჩევნებით ვინმეს რამე გადააბაროს...“

Image

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „კურიერში“ ჩართვის დროს აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნისთვის საზიანო საქმიანობას ეწევა და ამ კუთხით ყურადღებას ამახვილებს ირაკლი ღარიბაშვილისა და თეა წულუკიანის გამონათქვამებზე აფხაზეთთან და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით.

 

სააკაშვილმა 15 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მის მიერ ჩამოყალიბებული სამომავლო პლატფორმის გამოქვეყნების შემდეგ უამრავი ადამიანი დაუკავშირდა:

 

„მე საზოგადოებას ვთხოვე, ეაქტიურათ, მოეწერათ ჩემთვის და „ფეისბუქზე“ მივიღე ათასობით წერილი ჩვენი მოქალაქეებისგან. საზოგადოებას მუდამ აინტერესებს, რა იქნება ხვალ.

 

რაც შეეხება აქციას, საკითხი ეხება აფხაზეთს. საქართველოს ფორმალურმა პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ 25 წლის წინ აფხაზებმა დაიწყეს თვითგამორკვევისთვის ბრძოლა. ანუ, ათვლის წერტილად აღებულია ის პერიოდი, როცა აფხზი სეპარატისტების ცალკეულმა ნაწილმა ააფრიალა საქართველოდან გამოყოფის ძალადობრივი დროშს. ეს ის დროა, როცა სოხუმში მოკლეს ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი ვოვა ვეკუა, როცა მოკლეს ათასობით ქართველი და 500 ათასი ადამიანი (და არა 300 ათასი, ეს რიცხვი მხოლოდ ეთნიკური ქართველებია)... აი, აქედან იღებს ათვლის წერტილს მთავრობა.

 

ჩემს დიდ ბაბუას ჰქონდა სახლი ეშერაში. ახლა იმ სახლში ზის ვიღაც, ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსული და ის იქ აწარმოებს თვითგამორკვევას?

 

ახლა თვითონ რუსები ეუბნებიან მსოფლიოს - ხომ გეუბნებოდით, აგერ, საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ეს იყო თვითგამორკვევა...

 

რამდენიც უნდა იმეორონ ახლა პროპაგანდისტულად, რომ სააკაშვილმა დაკარგა ტერიტორიები, არის ტყუილი და სიცრუე. ჩვენ იმ ტერიტორიებზე კონტროლი დაკარგული გვქონდა 90-იან წლებში და 2008 წელს ჩვენ გადავარჩინეთ სახელმწიფოებრიობა, რადგან რუსები მოდიოდნენ თბილისზე - ეს ხომ ჩემი მოგონილი არ არის, თვითონ რუსები ამბობენ ამას.

 

და იმან, რომ ქართველი ხალხი გაერთიანდა, იმან, რომ მეხუთე კოლონა არ იყო საქართველოში ისე ძლიერი, როგორც დღესაა, დადგა რუსთაველზე და ამას ცეკვა-თამაში უწოდეს უსინდისოდ რა რუსული პროპაგანდის მიბაძვით... რა ცეკვა-თამაში იყო, როცა რუსები იმუქრებოდნენ, მაგ აქციას რაკეტებს დავუშენთო?

 

თბილისში კაჩინსკის თვითმფრინავი ჩამოგდების რისკის ქვეშ დაჯდა, ევროკავშირის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი თქვა, გამიშალეთ „ლეჟანკა“, იმ ხიდზე დავწვები, რომლის დაბომბვასაც აპირებენო...

 

ჩვენს დროს ტერიტორიები კი არ დავკარგეთ, დავიბრუნეთ აჭარა, დავიბრუნეთ ახალქალაქი, რომელიც პრაქტიკულად, გასული იყო საქართველოს იურისდიქციიდან და შევარდნაძის ჯარი გამოაბუნძულეს იქიდან ცემა-ტყეპით, თევზაძე მოუძღვებოდა წინ და ვერ შედიოდა იქ ვერცერთი სახელმწიფო მოხელე...

 

ივანიშვილმა უკვე გააუქმა საარჩევნო სისტემა საქართველოში და მეტი საქმე არა აქვს, რომ ვინმეს არჩევნების გზით რამე გადააბაროს - მე მგონია, რომ ვერცერთი ცალკე აღებული პოლიტიკური გაერთიანება, კლასიკური სქემით ვერ დაიბრუნებს არჩევნებში გამარჯვებას, რადგან ეს კლასიკური სქემა არ არსებობს საქართველოში, ივანიშვილის მთის გადმოსახედიდან სხვაგვარად ჩანს...“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !