
მეგაშოუდან მათი წასვლის მიზეზი ქორეოგრაფებსა და ჟიურის წევრს - გოჩა ჩერტკოევს შორის მომხდარი უთანხმოება გახდა.
ჩერტკოევი ქორეოგრაფების მიმართ უკმაყოფილებას კონკურსის დროს, ღია ეთერშიც არაერთხელ გამოთქვამდა.
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა ვინ იქნებიან ახალი ქორეოგრაფები და როგორ გაგრძელდება პროექტი, ჯერჯერობით მისთვისაც უცნობია.
„გზა“