აშშ-ის სახდეპის სპიკერი: "საქართველოში ზოგიერთი საქმის წარმართვის შესახებ წუხილი გამოვხატეთ და ის დღემდე რჩება"

Image

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ჯენ ფსაკი აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ აღძრული საქმეების გამო, რომლებზეც სახ. დეპარტამენტი ადრე წუხილს გამოთქვამდა, წუხილი დღემდე რჩება.

 

ამასთან, ფსაკის არ დაუკონკრეტებია, რომელ საქმეებს გულისხმობს, თუმცა, დაამატა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მთავრობის ყურადღების გამახვილებას პროცესუალური ნორმების დაცვასა და კანონიერების მნიშვნელობაზე, რათა პოლიტიკური შურისძიების მიზნით სასამართლო სისტემის გამოყენების აღქმა გამოირიცხოს.

 

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ და ვადევნებდით თვალს მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ აღძრულ გამოძიებებს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მთავრობისთვის პროცესის თანმიმდევრულობის, კანონის უზენაესობისა და გამჭვირვალე გამოძიების მნიშვნელობის ხაზგასმას, რათა თავიდან ავიცილოთ იმის აღქმაც კი, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით გამოიყენება.

 

ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას, რაც უნდა მოიცავდეს პოლიტიკური პლურალიზმისადმი პატივისცემასა და ღია დებატებს. როგორც იცით, რადგან ეს ადრეც გვითქვამს,რომ ჩვენ გამოვხატეთ გარკვეული წუხილი ზოგიერთი საქმის წარმართვის შესახებ და ეს წუხილები დღემდე რჩება. არ მინდა ჩავუღრმავდე კონკრეტულ შემთხვევებს.

 

როგორც იცით, თითოეული მათგანი განსხვავდება, თუმცა, ზოგადად თუ ვიტყვით, იყო რიგი საქმეებისა, რომლებზეც ჩვენ, დროის გადმოსახედიდან, გამოვხატეთ წუხილი", - განაცხადა ჯენ ფსაკიმ. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !