რა თქვა ინგა გრიგოლიამ სპეციალურ განცხადებაში და როგორ უპასუხა გოგა ხაინდრავას

Image

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია დაანონსებულ სპეციალურ განცხადებაში ე.წ. ქობულეთის შეხვედრის მონაწილეთა პათოსს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ქობულეთში ბიძინა ივანიშვილი დახურულ ფორმატში ექსპერტებს, ჟურნალისტებსა და სხვა, მისთვის საინტერესო პერსონებს შეხვდა.

 

ინგა გრიგოლიამ შეხვედრის ერთერთი მონაწილის, გოგა ხაინდრავას ციტატა წაიკითხა და იმედი გამოთქვა, რომ ეს პირადად გოგა ხაინდრავას აზრია და არ ივანიშვილის პათოსი. მისივე თქმით, იმის მიუხედავადა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, "რეაქციის" ეთერი მომავალშიც დაეთმობა სხვადასხვა მოსაზრების მქონე პირებს.

 

"არასოდეს არცერთ თავდასხმას არ გამოვხმაურებივართ ჩვენს გადაცემებში, თუმცა დღეს პირველად გადავწყვიტე პასუხი გავცე ყველას, ვინც მწვავე გადაცემების გამო ამა თუ იმ პოლიტიკური გუნდის პოზიციის გამყარებაში გვადანაშაულებს, რაც არ უნდა არ მოგწონდეთ ჩვენი გადაცემების სტუმრები, რაც არ უნდა გაღიზიანებდეთ რომელიმე სტუმრის პოლიტიკური კუთვნილება, "რეაქცია" მაინც ყოველთვის დაეთმობა ყველა მოსაზრების ადამიანს, განსაკუთრებით არასასიამოვმო სიგნალი პირადად ჩემთვის აღმოჩნდა ე.წ "ქობულეთის შეხვედრის" ერთერთი მონაწილის გოგა ხაინდრავას შემოტევა ჩვენს გადაცემაზე. არა ხაინდრავას გამო, არამედ იმის გამო , რომ ამ შეხვედრაში ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა, ხაინდრავას პათოსი იმედს, მაესტროს, რუსთავი 2-ს ერთდროულად ეხებოდა "როცა იმედს ვუყურებ თმები ყალყზე მიდგება, რადგან ტელეარხზე ვაკხანალიაა, ეს არის სრული სიბინძურე, ფარისევლობა, პროპაგანდა, რომელიც წამლავს საზოგადოებას" და ა. შ. ეს რეჟისორ ხაინდრავას ყველაზე რბილი შეფასებები იყო მედიის მიმართ, კიდევ უფრო უარესებიც ითქვა, იმედს ვიტოვებ რომ ეს პირადად ხაინდრავას მოსაზრებებია და არა ქობულეთში ივანიშვილთან შეხვედრის პათოსი.
პასუხად ვიტყვი


ერთს, მას გასაგონად ვინც ფიქრობს , რომ ჩვენ ხელოვნურად ვძაბავთ სიტუაციას და ვქმნით დაძაბულობას, თუ გადაცემები მწვავე გამოდის, ჩვენ ნუ დაგვადანაშაულებთ ამაში, ჩვენ ვაშუქებთ იმ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდება და ასე ვაპირებთ კიდეც გაგრძელებას, მე როგორც გადაცემის წამყვანს მსგავს ბრლდებებზე რეაქცია ნული მაქვს, თუმცა ქობულეთის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების მიმართ ამ ტონალობში შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებებს, რა თქმა უნდა გვერდს ვერ ავუვლიდი."- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !