თბილისში, თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლენილი ნეპოტიზმის შესახებ

Image

არასამთავრობო ორგანიზაცია "მონიტორინგის ცენტრი- მედიატორი", თბილისის მასშტაბით, თვითმმართველობის ორგანოებში ნეპოტიზმის ფაქტებს აქვეყნებს.

 

როგორც ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "მედიატორის" დამფუძნებელმა, გივი კუბლაშვილმა განაცხადა, ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ცოლის ძმა გიორგი არეშიძე ქალაქ თბილისის მერიაში სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურში უფროსის მოადგილედ დანიშნა.

 

ასევე, მისი მეუღლის, ანუკა არეშიძის ბიძა ბესიკ ჭუმბურიძე დოლიძე-ბახტრიონის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. კუბლაშვილის ინფორმაციით, ვიცე-პრემიერის მეუღლის დეიდაშვილი ლუკა კანკავა კი საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანის ბიცოლა ციური ჭანტურია მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში დაინიშნა. ქალაქ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ჯაბა სამუშიას ცოლმა კი, თბილისის ბავშვთა ბაღების მართვის სააგენტოში დაიწყო მუშაობა.

 

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ნაძალადევის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ მისი ცოლისძმა ნაძალადევის რაიონში გამგეობაში დაასაქმა, თუმცა - ხელშეკრულებით.

 

ამასთან, გივი კუბლაშვილის განცხადებით, ისნის გამგებლის, ვახტანგ ქიზიყურაშვილის ვაჟი ირაკლი ქიზიყურაშვილი დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურის განყოფილებაში დასაქმდა.

 

კუბლაშვილის განცხადებით, სამგორში გამგეობის აპარატის უფროსისა და გამგებლის მეუღლეები არიან მეჯვარეები. დიდუბის რაიონში კი, "მედიატორის" ინფორმაციით, გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის დეიდაშვილის მეუღლე ნატო დარჯანია დიდუბის უბნის სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობს. თბილისის საკრებულოს დიღმის დეპუტატის, თარაშ შურღაიას ბიძა, ალექსანდრე ავთანდილაშვილი კი დიდუბის რაიონის გამგეობაში განყოფილების უფროსად დაინიშნა.

 

როგორც გივი კუბლაშვილმა განაცხადა, ნეპოტიზმის ყველაზე რთული შემთხვევა სწორედ დიდუბის რაიონში ფიქსირდება. მისი თქმით, ორგანიზაციამ აღნიშნული კვლევა თვითმმართველობებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების თხოვნის საფუძველზე ჩაატარა.

 

"თანამშრომლებმა მოგვმართეს თხოვნით, შეგვესწავლა, თუ ვინ დაინიშნენ მათი გათავისუფლების შემდეგ თანამდებობებზე. სწორედ აქედან გამომდინარე ჩავატარეთ კვლევა. ჩვენ ვსაწვლობთ რეგიონებში არსებულ ვითარებასაც, რომელსაც მოგვიანებით წარმოვადგენთ. ერთ-ერთი რაც ამ დრომდე გამოიკვეთა, არის ის, რომ ქობულეთში კახა კალაძის მეგობარი და ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსი დაინიშნა ერთ-ერთ თანამდებობაზე", - განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

 

კვლევა ჩატარებულია საკადრო ცვლილებების დაწყების დღიდან, 16 ოქტომბრამდე პერიოდში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !