
ტურიზმის ამ სახეობას კენიასა და აფრიკის სხვა ქვეყნებში რომანტიკულ ტურიზმსაც ეძახიან.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ასაკში შესული შეძლებული ევროპელი ქალები და მამაკაცები აქაურ ღარიბ, მაგრამ ახალგაზრდა მცხოვრებთა შორის ე.წ. კომპანიონს პოულობენ, რომელიც მცირე გასამრჯელოსა თუ მხოლოდ საჩუქრების ფასად მათ ნებისმიერ სურვილს შეასრულებს.
ევროპელებს ასეთი „ტურიზმისკენ“ მარტოსულობა უბიძგებთ. გასამრჯელოზე ხმამაღლა საუბარი აქ მიღებული არ არის, რათა კენიაში ჩამოსულმა ევროპელმა ლამაზი ილუზია ბოლომდე შეინარჩუნოს. სავარაუდოდ, ანაზღაურება ყოველი სექსის შემდეგ ხდება.
არიან ისეთებიც, რომლებიც კენიას ყოველწლიურად სტუმრობენ და ერთსა და იმავე მამაკაცს ირჩევენ, რომელსაც წინასწარ საკმაო თანხას უგზავნიან, რომლითაც იქმნება ილუზია, რომ ევროპელის სტუმრობის ყველა ხარჯს კენიელი სატრფო ისტუმრებს.
თანხის მოცულობა იმხელა უნდა იყოს, რომ კენიელმაც შეძლოს არსებობა ევროპელის მეორე ვიზიტამდე.
ყოფილა შემთხვევები, რომ ილუზიით გატაცებული ევროპელები საკუთარ ფანტაზიებში გადაჭრილან და მიწაზე დაშვებულები მძიმე განცდებში მოხვედრილან.
თუმცა ასეთი ერთეული შემთხვევებია. უმრავლესობამ იცის, რომ ეს ერთგვარი „ბიზნესია“.