თბილისის სამარშრუტო ავტობუსიდან მოქალაქეთა მიერ შავკანიანი მამაკაცის გაგდების ფაქტს შსს გამოიძიებს

Image

შინაგან საქმეთა სამინისსტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თბილისში, ავტობუსიდან შავკანიანი მამაკაცის გაგდებისა და მისთვის შეურაცხყოფის მიყენების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

 

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 142-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას, მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური, რომელიმე წოდებისადმი ან საზოგადოებრივი გაერთიანებისადმი კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის ან ქონებრივი მდგომარეობის გამო.

 

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება თვითმხილველ ქალბატონს, მწერალ ლელა კოდალაშვილსაც დაკითხავს, რომელმაც ინფორმაცია პირველმა გაავრცელა:

 

"დღეს, პავლოვზე, ავტობუსიდან გადმოაგდეს შავკანიანი ბიჭი. მძღოლმა სპეციალურად გააჩერა და საშუალება მისცა მგზავრებს, გადმოეგდოთ და თვითონაც მიაყოლა ერთი-ორი წიხლი. ამაოდ ყვიროდა ის ბიჭი, აი ემ ფრენჩ!-ო... ცხვირით დაათხლიშეს ასფალტს, ჩვენმა ვაჟკაცებმა საამაყო გურჯულ-ნაციონალური გინებაც მოაყოლეს, დავარდნილი ზურგჩანთაც თავში ესროლეს...

 

მანდილოსნის შეყვირებაც ჩამესმა: ,,ღმერთო, შენ დაგვიფარე ებოლასაგან და ამ მაზუთიანებისაგან"... მეორე ქალი: ,,პიჯაკი რომ ჩაუცვია ამ გორილას", - წერდა ლელა კოდალაშვილი. 

 

შენიშვნა: ფოტო შერჩეულია თემატური კავშირის პრინციპით

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !