
ცნობილი რუსი ჟურნალისტი ევგენი კისელევი "ბორისპოლის" აეროპორტში დააკავეს და განუცხადეს, რომ მას უკრაინიდან დეპორტაცია ელოდა.
კისელევი ამ ფაქტით ძალიან გაოცებული დარჩა, რადგან ცნობილია, რომ ის საკმაოდ პოპულარული ჟურნალისტის როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში, ამას გარდა, აქტიურად თანამშრომლობს უკრაინულ ტელეარხ "ინტერთან".
მოგვიანებით გაირკვა, რომ ჟურნალისტი "როსია სეგოდნიას" დირექტორში - დიმიტრი კისელევში აერიათ, რის გამოც მას ბოდიში მოუხადეს და უთხრეს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა.